გოჩა სვანიძემ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

0
4

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ტელეკომპანია იმედთან საუბარში რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნიაზ მამრიკიშვილმა დაადასტურა. სვანიძის გადაწყვეტილების მიზეზად სარაგბო სამყაროში შექმნილი კრიზისი სახელდება, რის გამოც ჯერ ეროვნული ჩემპიონატი – დიდი 10-იც კი არ განახლებულა. აი, მამრიკიშვილიც კომენტარიც:
“გოჩა სვანიძემ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ვინ ჩაუდგება რაგბის კავშირს სათავეში, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვერ გეტყვით, აღნიშნული რის გამო მოხდა, ალბათ, საერთო კრიზისმა მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს გამკლავება სჭირდებოდა. ახლა, დაინიშნება რაგბის საბჭო, რომელიც კავშირს გაუძღვება, მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები კი, ალბათ, ნოემბერში გაიმართება”.