ზლატანის მორიგი რეკორდი

0
3

“მილანის” ვეტერანმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მორიგი რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, ვინც ორივე მილანურ გუნდში მინიმუმ 50 გოლი გაიტანა.  მატჩის შემდეგ შვედმა საკუთარი თავი ცნობილი ფილმის პერსონაჟს, ბენჯამინ ბატონს, შეადარა:
„მე ბენჯამინ ბატონი ვარ. ყოველთვის ახალგაზრდა ვარ და არასდროს არ ვბერდები“.
იბრამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, სტეფანო პიოლიზეც, ისაუბრა:
„ის შესანიშნავად მუშაობს და მიხარია, რომ გუნდთან კონტრაქტი გააფორმა“, – ციტირებს შვედის სიტყვებს Goal.com.