მესი ლა ლიგის საუკეთესო დრიბლიორია

0
1

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ესპანეთის ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო დრიბლიორად დაასახელეს, იუწყება გაზეთი „მარკა“.

33 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა განვლილ სეზონში ჩატარებული მატჩების დროს მეტოქე ფეხბურთელებს გვერდი 182-ჯერ აუარა და მასთან მიახლობელი შედეგიც კი არავის ჰქონია.

ცნობისათვის მეორე ადგილზე გასულმა „ბეტისის“ ნახევარმცველმა ნაბილ ფეკირმა მოწინააღმდეგეთა გვერდის ავლა 98-ჯერ მოახერხა.

ბოლო 10 სეზონის განმავლობაში, მესი საუკეთესო დრიბლიორი მეექვსედ გახდა. მას საუკეთესო შედეგი 2010-2011 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც მეტოქეები ფინტებით 186-ჯერ გააცურა.

მესიმ გასულ სეზონში ლა ლიგის 33 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი გააკეთა. მან ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისა და ასისტენტის ტიტული მოიგო.