ფაბიო კაპელო: ,,მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია”

0
10

მადრიდის ,,რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ “ბარსელონას”  არგენტინელ ვარსკვლავ ლეო მესიზე ისაუბრა
,,მესი ჯერ კიდევ მესია, ნამდვილი გენიოსია. ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ვნახოთ, რა მოხდება მისი კარიერის დასრულების შემდეგ.
სხვათა შორის, როცა ლეო 17 წლის იყო, მისი ხილვა ,,იუვენტუსში” მსურდა”, – კაპელოს სიტყვებს Marca ციტირებს.
მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 30 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.