“იუვენტუსმა” საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა

0
16

ტურინის ,,იუვენუსმა” სერია ა ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიგო. ,,ბებერი ქალბატონები” იტალიის ჩემპიონები ზედიზედ მეცხრედ გახდნენ, შედეგად ტურინელებმა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში თავისივე რეკორდი გააუმჯობესეს.

გასულ სეზონში ,,იუვემ” ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონობის რაოდენობით ,,ლიონს” გადაუსწრო, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში 2002-დან 2008 წლის ჩათვლით ზედიზედ 7-ჯერ იმარჯვა. ახლა ,,იუვენტუსის” შედეგთან ყველაზე ახლოს მიუნხენის ,,ბაიერნია” – ,,რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგა წელს ზედიზედ მერვედ მოიგო.

მაურიციო სარის გუნდი იტალიის ჩემპიონი ისტორიაში 36-ედ გახდა, რაც სერია A-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია.