გორის დილა და ბათუმის დინამო წაუგებელ სერიას აგრძელებენ

0
20

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-7 ტური ცენტრალური მატჩით გორში დასრულდა. გათამაშების ლიდერმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე ბათუმის დინამო მიიღო და ქულის მოპოვება შეძლო. შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა ავტოგოლით გახსნეს, რომელიც მასპინძელთა ლეგიონერმა ბალგუ იენდეუნტიმ გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს  ირაკლი ლექვთაძემ თეიმურაზ მარკოზაშვილის გადაცემის შემდეგ მიხეილ ალავიძის კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო მომენტები ანგარიში არ შეცვლილა. დილამ და ბათუმმა ქულები გაიყვეს და ჩემპიონატში წაუგებელ სერიას აგრძელებენ.

მე-7 ტურის შემდეგ გორის დილას 15 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ისევ ერთპიროვნულად ლიდერობს. ბათუმის დინამოს აქტივში 11 ქულაა და მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დილა დილა 7 4 3 0 13 4 9 15
2. დინამო თბ დინამო თბ 7 3 3 1 13 3 10 12
3. საბურთალო საბურთალო 7 3 3 1 8 5 3 12
4. დინამო ბთ დინამო ბთ 7 2 5 0 10 5 5 11
5. თელავი თელავი 7 2 4 1 8 5 3 10
6. ლოკომოტივი ლოკომოტივი 7 2 3 2 9 12 -3 9
7. სამტრედია სამტრედია 7 2 2 3 6 12 -6 8
8. ჩიხურა ჩიხურა 7 1 2 4 7 11 -4 5
9. ტორპედო ტორპედო 7 1 2 4 4 11 -7 5
10. მერანი თბ მერანი თბ 7 0 3 4 2 12 -10 3