50 მილიონი ლარის ინვესტიცია და საფეხბურთო აკადემია ქუთაისში

0
23

ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში “სპორტი იმედზე” სტუმრად ქუთაისის ტორპედოს გენერალური მდივანი, თემურ ჩეჩელაშვილი და გუნდის მწვრთნელი მიხეილ აშვეთია იმყოფებოდნენ.
ქუთაისის ტორპედოს წარმომადგენლებმა იტალიელი ინვესტორის, ფაბიო მანინოს სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს:
„ქუთაისში სიმბოლურ ფასად ტერიტორია უნდა გამოიყოს ,  50 000 კვადრატზეა საუბარი, ეს არ იქნება ქალაქის ცენტრში, იტალიელი ინვესტორი აპირებს ჩადოს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია. უნდა აშენდეს ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომლის პროექტირება დაწყებულია, ასევე უნდა აშენდეს სამედიცინო ბლოკი, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია, ფეხბურთის მოედნები და აუზები, სადაც აკადემიის ბავშვები ივარჯიშებენ. ერთიან სივრცეს გარედან ექნება წარწერა –  ქუთაისის ტორპედოს ცენტრი.
ფაბიო მანინო დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტირებას გეგმავს”.