სფფ-ში საქართველოს თასის და ლიგა 4-ის წილისყრა გაიმართა

0
10

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

​წილისყრის პროცესში მონაწილეობა ლიგა 4-დან თექვსმეტმა, ლიგა 3-დან და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კი ათ-ათმა გუნდმა მიიღო. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 აგვისტოს დაიწყება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი მიიღებს, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე არ იასპარეზებს. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლიგა 4-ის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მიმდინარე წელს ლიგა 4 შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ჩემპიონატის მონაწილე 16 გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა, თითოეული ჯგუფი ორ წრედ ითამაშებს და გამარჯვებულები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ.