ანდრეი ვატუტინი: “შენგელია ძალიან ლამაზად გადმოვიდა”

0
31

მოსკოვის ცსკა-ს საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი ანდრეი ვატუტინი კიდევ ერთხელ შეეხო თორნიკე შენგელიას ტრანსფერს.
ვატუტინმა განმარტა, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი თორნიკე შენგელიაზე, მან ქართველი კალათბურთელის ლიდერის ფუნქციებს გაუსვა ხაზი:
“არ შეიძლება თორნიკეს განხილვა ჰოკეის ტერმინოლოგიით, როგორც საკალათბურთო “თაფგაის”. პირველ რიგში, ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერია. წლების განმავლობაში მისი ტრანსფერის საკითხს განვიხილავდით, მაგრამ შენგელიას ბასკონიასთან მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
თორნიკე ძალიან ლამაზად გადმოვიდა ცსკა-ში – მან ბასკონიასთან ერთად ჩემპიონატი მოიგო. ეს იყო ლამაზი, ეფექტური ისტორია. ასე დაუსვა მან ბასკონიაში თავის კარიერას წერტილი. როცა მას ვეპატიჟებოდით, განვიხილავდით, არა როგორც კარგ კალათბურთელს, არამედ, როგოროც პიროვნებასაც.
ჰაინსის წასვლის შემდეგ ცსკა-ში ლიდერების დეფიციტია. ქარიზმატული მოთამაშე, რომელიც გუნდელებისთვის ავტორიტეტი შეიძლება გახდეს. გასაგებია, რომ ძირითადად მისგან პარკეტზე კარგ თამაშს ველით, თუმცა ჩვენ ის მოედნის მიღმაც გვეიმედება. შენგელია სწორედ ასეთი ადამიანია. ის გამორჩეული ლიდერია, მას შეუძლია კოლექტივი თან გაიყოლოს. ჩვენ სწორედ ამის იმედი გვაქვს”.
თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.