კვარაცხელია გულშემატკივრების რჩეულია

0
22

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
რუსული კლუბის ვებგვერდზე სეზონის სამ საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა კვარაცხელიამ, მეკარე იური დიუპინმა და მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა მიიღეს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „მატჩ პრემიერის“ ექსპერტების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი 5-ჯერ მიიღო, მან საგოლი გაიტანა, სამი საგოლე პასი გააკეთა, ორი პენალტი გამოიმუშა და წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა“ – იუწყება 19 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ „რუბინის“ ვებგვერდი.