“ოქროს ბურთს” წლეულს ვერავინ მიიღებს

0
16

2020 წელს “ოქროს ბურთი” არცერთ ფეხბურთელს არ გადაეცემა. ეს ინფორმაცია France Football-მა დაადასტურა.
1956 წლიდან მოყოლებული ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი არ დასახელდება. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო საფეხბურთო სეზონის განსხვავებულ ფორმატში ჩატარებაა.
2019 წელს France Football-ის პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი ესპანური “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მეექვსედ მოიპოვა და ამით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.