ლევან შენგელია ტურის სიმბოლურში

0
11

“ქონიასფორის” ფეხბურთელი ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველი შემტევის საოცარი თამაში ცნობილმა გამოცემა beIN SPORTS-მა გამოარჩია.
ლევანმა “ტრაბზონსფორთან” ბრწყინვალე ქამბექში მთავარი როლი ითამაშა. ჩვენებური მოედანზე შეცვლაზე, 39-ე წუთზე გამოჩნდა და თამაშის ბოლო 10 წუთში 3 გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო.
ლევანმა თავდაპირველად ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო ბოლოს თანაგუნდელს უნაკლო საგოლე პასი გაუკეთა. “ქონიასფორი” “ტრაბზონელებთან” 1:3-ს აგებდა და შენგელიას გმირობით 4:3 მოიგო. გარდა სიმბოლური ნაკრებისა, ლევანი gazetefutbol-ის ვერსიით, 33-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.