ათკაციანი დილას გოლი ბოლო წუთზე – გორელებმა თბილისში დინამო დაამარცხეს

0
15

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, გათამაშების ლიდერმა გორის დილამ სტუმრად ჩემპიონი დინამო თბილისი 2:1 დაამარცხა და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა.

გიორგი ნემსაძის გუნდიდან, ანგარიში შესვენებამდე 19 წლის ნიკა გაგნიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი ლაცაბიძის ფლანგიდან შესრულებული გადაცემა ზუსტად გამოიყენა.

მატჩის 63-ე წუთზე სტუმრები ათნი დარჩნენ, არბიტრმა მეორე გაფრთხილებით დავით მაისაშვილი გააძევა, ხუთ წუთში კი ირაკლი ბუღრიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გიორგი კუციამ გოლად გარდასახა და წონასწორობა აღადგინა – 1:1.

საბოლოო ანგარიში მატჩის მიწურულს გორელმა მიკოლა კოვტალიუკმა სტანდარტულისას ნუგზარ სპანდერაშვილის გადაცემით დააფიქსირა – 1:2. უკრაინელ ლეგიონერს 2017 წლის სეზონის მეორე წრე თბილისელთა რიგებში აქვს გატარებული.

კლუბი ±
1. დილა დილა 6 9 14
2. დინამო ბთ დინამო ბთ 6 5 10
3. დინამო თბ დინამო თბ 6 6 9
4. თელავი თელავი 6 3 9
5. საბურთალო საბურთალო 6 -1 9
6. სამტრედია სამტრედია 6 -2 8
7. ლოკომოტივი ლოკომოტივი 6 -3 8
8. ტორპედო ტორპედო 6 -3 5
9. მერანი თბ მერანი თბ 6 -7 3
10. ჩიხურა ჩიხურა 6 -7 2