ზინედინ ზიდანი: “ამ ტიტულმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მეტად გამახარა”

0
28

ესპანეთის ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში მადრიდის რეალმა ვილიარეალი 2:1 დაამარცხა და ტურით ადრე გახდა ქვეყნის ჩემპიონი…
მატჩის შემდეგ “სამეფო კლუბის” თავკაცი ზინედინ ზიდანი, რომელმაც ეს ტიტული მესამედ მოიგო (ორჯერ მწვრთნელის რანგში), ძალიან გახარებული იყო:
“ამ ტიტულმა უფრო გამახარა, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მოგებამ, რადგან ესპანური ლიგა ჩვენთვის მთავარი ტურნირია. ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა, მაგრამ ლა ლიგის ტიტული უფრო მიყვარს.
ძალიან გახარებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის გადმოვცე ის, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, ეს საოცარი მიღწევაა.
რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში ჩემი როლიც არის, მაგრამ სწორედ ფეხბურთელები არიან ისინი, ვინც იჯერებენ შენს იდეებს და შემდეგ გადიან და იბრძვიან მოედანზე. ახლა, როცა ვუყურებ, როგორი ბედნიერები არიან ისინი, მეც ძალიან ბედნიერი ვარ. მათაც კი, რომელთაც თამაში იშვიათად უწევდათ, თავიანთი წვლილი შეიტანეს საბოლოო გამარჯვებაში.
ტიტული დამსახურებულია, რადგან რეალმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ჩემთვის ეს დღე ერთ-ერთი საუკეთესოა პროფესიულ კარიერაში.
უცნაური სიტუაციაა, ჩვენ უნდა გვიხაროდეს ხალხთან ერთად სიბელესზე ტიტულის აღნიშვნა, მაგრამ ეს არ გამოვა. ალბათ, სახლებიდანაც ძალიან ბედნიერები არიან, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ ეს მათთვის გავაკეთეთ”.