რეალი 34-ე ჩემპიონობას ზეიმობს!

0
16

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონია!
ზინედინ ზიდანის გუნდმა 37-ე ტურში ვილიარეალი 2:1 დაამარცხა და 34-ე ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.
ქარიმ ბენზემამ, რომელიც საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის, დუბლი შეასრულა. ამაში მას სერხიო რამოსი დაეხმარა: მეორე გოლი ფრანგმა პენალტით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პენალტი პირველად რამოსმა შეასრულა, ოღონდ ბურთი ბენზემას გაუთამაშა, თუმცა ეს უკანასკნელი რამოსის ბურთთან შეხებამდე შევარდა საჯარიმოში და მისი გოლი არ ჩაითვალა. განმეორებითი პენალტი კი უკვე თვითონ ბენზემამ შეასრულა და გაიტანა.