ახალ ტურნირში ექვსი ერის ქვეყნებთან ერთად საქართველოც ითამაშებს

0
14

ახალი ტურნირი, რომლის დაწყებაც დააანონსდა, ექვსი ერის ქვეყნებით შეივსება და ამასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველო და ფიჯი. ამის შესახებ ირლანდიური და ფრანგული გამოცემები წერენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, გათამაშება მხოლოდ ერთჯერადად ჩატარდება. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან, ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მთავარი დაპირისპირება დეკემბერში შედგება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ 8 გუნდიანი ჩემპიონატი იაპონიით და ფიჯით უნდა შევსებულიყო, თუმცა იაპონიაში არსებული პანდემიისა და მძიმე მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა.