ფიფამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოაქვეყნა

0
17

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე 2022 წლის მუნდიალის კალენდარი გამოქვეყნდა. ტურნირის გახსნითი შეხვედრა 2022 წლის 21 ნოემბერს ქალაქ – ელ-ხაურში, Al Bayt Stadium-ზე (ტევადობა 60 000) გაიმართება, მატჩში მონაწილეობას მასპინძელი ყატარი მიიღებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბრამდე გაგრძელდება. მერვედფინალური შეხვედრები 3-6 დეკემბერს გაიმართება, მეოთხედფინალები – 9-10 დეკემბერს, ნახევარფინალები კი – 13-14 დეკემბერს.
რაც შეეხება ფინალს, მატჩი 18 დეკემბერს, ქალაქ ლუსაილში, Lusail Iconic Stadium-ზე (ტევადობა 80 000) ჩატარდება, მესამე ადგილისთვის შეხვედრა კი ერთი დღით ადრე დოჰაში გაიმართება.