ბათუმის “დინამომ” პირველი მოგება იზეიმა

0
4

პრინციპული შეხვედრა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ლოკომოტივსა და ბათუმის დინამოს შორის სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი ჭიაბრიშვილის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა. ბათუმელებს დღევანდელ მატჩში ყველაფერი იდეალურად გამოსდიოდათ. დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრებმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი შეასრულა ჯოვინო ფლამარიონმა, ხოლო მესამე ბურთი მალხაზ გაგოშიძის ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში მამია გავაშელიშვილის მიერ  გატანილმა გოლმა შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ გამოდგა.  მატჩის მიწურულს ბათუმის დინამომ მეტოქეს კიდევ ერთხელ გაუტანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. გატანილი გოლით თავი ჯამბულ ჯიღაურმა გამოიჩინა.

5 ტურის შემდეგ ლოკომოტივს 7 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა. დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ბათუმელებმაც 7 ქულა დააგროვეს და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლეს.