თორნიკე შენგელია ცსკა-ში გადავიდა

0
26

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა საკალათბურთო კლუბა ქართველ ფორვარდთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად, საკუთარ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რითაც წერტილი დაესვა ერთთვიან ვარაუდებს აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.
ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდი შენგელიას კომენტარს აქვეყნებს:
“ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონში ჩავირიცხე და მოუთმენლად ველი იმ დროს, როდესაც ჩინებული სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, დიდებული კალათბურთელების მხარდამხარ თამაში მომიწევს. იმედი მაქვს, რომ ცსკა-სთან ერთად, ევროლიგასა და VTB-ლიგაში დიდ წარმატებებს მივაღწევ”.
შეგახსენებთ, რომ შენგელიას ესპანურ ბასკონიასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებდა, თუმცა, მოსკოველებმა ყველაფრის მოგვარება მოახერხეს. ქართველი ლეგიონერი ბასკურ კლუბში 2014 წლიდან თამაშობდა და სულ ახლახანს, მისმა კლუბმა 10-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შენგელია ბასკონიელთა კაპიტანი და უპირველესი ლიდერი იყო ბოლო წლების განმავლობაში.