პორტუგალიაში მაკარიძე კიდევ ერთხელ გამოარჩიეს

0
12

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ მოხვდა.
30-ე ტურში სეტუბალელებმა „პაკუშ დე ფერეირა“ მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე მატჩს ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მეორე ნახევარში 3 გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ.
ამ წაგებაში მაკარიძეს წვლილი არ მიუძღვის, რასაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ვებგვერდმა goalpoint-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ტურის გამორჩეულ თერთმეტ ფეხბურთელში დაასახელა.
Goalpoint-ის ცნობით, მაკარიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის გუნდს არ წაეგო. მან 5 სეივი შეასრულა, ოთხჯერ რთული დარტყმა მოიგერია და სამჯერ ეფექტურად კარიდან გამოსულმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
31 წლის გოლკიპერი მიმდინარე სეზონში ტურის სიმბოლურში მეხუთედ მოხვდა. თუმცა, „სეტუბალი“ 30 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ თამაში არ გამოასწორა, შესაძლოა ქვედა ლიგაში დაქვეითდეს.