ტორპედომ პირველი გამარჯვება თბილისში მოიპოვა

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს მერანი და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდნენ. ამ დრომდე ორივე გუნდი იმ კლუბთა რიცხვს განეკუთვნებოდა, რომელთაც ჩემპიონატში თამაში არ ჰქონდათ მოგებული. ქუთაისელებმა აღნიშნულ შეხვედრაში გაიმარჯვეს და შესაბამისად მოუგებელ გუნდთა რიგები დატოვეს. მეოთხე ტურის შეხვედრა  პრაქტიკულად სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ანგარიში 32-ე წუთზე ივან ბობკოს მიერ გატანილი გოლით გახსნა. მეორე ბურთი მერანელთა კარში გიორგი ფანცულაიამ  შეაგდო და მატჩში საბოლოო შედეგი დააფიქსირა. დარჩენილ დროში მოედანზე მასპინძლებისთვის სასარგებლო არაფერი მომხდარა. შესაბამისად მერანმა სეზონში პირველი თამაში წააგო.
4 ტურის შემდეგ მერანს აქტივში 3 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს, ქუთაისის ტორპედომ კი 4 ქულით მეშვიდე ადგილამდე აიწია.

კლუბი ±
1. დინამო თბ დინამო თბ 4 7 8
2. დილა დილა 4 4 8
3. ლოკომოტივი ლოკომოტივი 4 0 7
4. თელავი თელავი 4 2 6
5. საბურთალო საბურთალო 4 -2 5
6. დინამო ბთ დინამო ბთ 4 0 4
7. ტორპედო ტორპედო 4 -1 4
8. სამტრედია სამტრედია 4 -3 4
9. მერანი თბ მერანი თბ 4 -2 3
10. ჩიხურა ჩიხურა 4 -5 1