თბილისის დინამო ერთპიროვნული ლიდერია

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალოს დამარცხების შემდეგ ლოკომოტივსაც დიდი ანგარიშით მოუგო. მეოთხე ტურის შეხვედრაში, კახაბერ ჩხეტიანის გუნდმა მეტოქე 4:0 დაამარცხა. დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას ყველა კომპონენტში, თუმცა ანგარიშის გახსნა მხოლოდ 62-ე წუთზე მოახერხეს.

გოლი შორეული დარტყმით დავით კობოურმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს სტუმართა რიგებში მორიგი უხეშობისთვის დავით უბილავა გააძევეს და ათკაციან მეტოქესთან გამკლავება მასპინძლებს კიდევ უფრო გაუადვილდათ. ორამდე ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გაზარდა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა.

მე-80 წუთზე ლეგიონერ პერნამბუკოს მართებდა თავის გამოჩენა, მაგრამ თორნიკე კირკიტაძეს დასწრებაზე საკუთარ კარში ჩაეჭრა ბურთი – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს. ბრაზილიელმა მაინც გაიტანა ეროვნულ ლიგაში პირველად და ჩემპიონმა დედაქალაქური დერბი 4:0 მოიგო.

4 ტურის შემდეგ დინამო 8 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე იმყოფება, 7-ქულიანმა ლოკომოტივმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.