ბარსელონას ფეხბურთელებს სეტიენის მეთოდები არ მოსწონთ

0
6

ბარსელონაში, რომელიც ბოლო პერიოდში არადამაჯერებლად თამაშობს, კონფლიქტია. ესპანური MARCA ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც სელტასა და ბარსელონას ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, კატალონიელთა გასახდელში არასასიამოვნო საუბარი შედგა.

როგორც ირკვევა, ბარსას ფეხბურთელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ვიგოელებთან შეხვედრისთვის არჩეული ტაქტიკის გამო გააკრიტიკეს და არც ის ცვლილებები მოუწონეს, რაც მან უშუალოდ თამაშის მიმდინარეობისას შეიტანა.

აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს, რომ ესპანურ გრანდში არაჯანსაღი ვითარებაა. ფეხბურთელებისთვის სეტიენის სამწვრთნელო მეთოდები მიუღებელია და თვლიან, რომ თუკი არაფერი შეიცვალა, მიმდინარე სეზონში ჯილდოების გარეშე დარჩებიან.