ფრე იმერულ დერბიში

0
6

ქუთაისის ტორპედომ 2020 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონი, დღეს საჩხერის ჩიხურასთან მატჩით განაახლა, რომელიც ფრედ – 2:2 დასრულდა. რამაზ შენგელიაზე ანგარიში ჩიხურას გიორგი ბუხაიძემ გახსნა, რომელმაც გიორგი კორიფაძის მიერ დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა.

მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა, ხოლო აქედან ზუსტად 1 წუთში ჩიხურამ ანგარიშის გაზრდა შეძლო. შოთა გვაზავამ დემეტრე ბულისკერიას შეცდომით ისარგებლა, რომელიც გამოსვლაზე შეცდა და 49-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.

მატჩის ბედი 57-ე წუთზე, მოედანზე ქუთაისელთა უკრაინელი ლეგიონერის – ვიტალი პონომარის ნაცვლად შემოსულმა გიორგი ფანცულაიამ გადაწყვიტა, რომელმაც დუბლის გატანა შეძლო. ორივე გოლი ფანცულაიამ გიორგი ივანიშვილის პასით გაიტანა და ბოლო წუთზე ვლადიმერ ხაჩიძეს გუნდს ქულა მოაპოვებინა.