2020/21 წლების ერთა ლიგა – საქართველოს ნაკრების მატჩების ზუსტი დრო

0
4

უეფამ ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვის თარიღები და საათები დააზუსტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც C ლიგის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთსა და სომხეთთან ერთად გამოვა, მატჩებს 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.
უეფამ ჩვენი ჯგუფის თავდაპირველ კალენდარში ცვლილებები ჯერ კიდევ 17-18 ივნისს გამართულ აღმასკომზე შეიტანა. ამჯერად ორგანიზაციამ ტურნირის მატჩების გამართვის ზუსტი დროც დაადგინა.

საქართველოს ნაკრების მატჩები C ლიგის მეორე ჯგუფში

5 სექტემბერი  20:00 (თბილისის დრო)  ესტონეთი – საქართველო
8 სექტემბერი  20:00  საქართველო – ჩრდ. მაკედონია

11 ოქტომბერი  20:00  სომხეთი – საქართველო
14 ოქტომბერი  22:45  ჩრდ. მაკედონია – საქართველო

 15 ნოემბერი  21:00  საქართველო – სომხეთი
18 ნოემბერი  21:00  საქართველო – ესტონეთი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს შემოდგომით ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფი აქვს სათამაშო. ვლადიმირ ვაისის გუნდი ნახევარფინალში ბელარუსს 8 ოქტომბერს უმასპინძლებს, წარმატების შემთხვევაში კი ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონია-კოსოვოს წყვილში გამარჯვებულს, 12 ნოემბერს მიიღებს.