ლევანდოვსკი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

0
4

მიუნხენის ,,ბაიერნის” თავდამხსმელი, რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 30 შეხვედრაში ლევანდოვსკიმ 33 გოლის გატანა შეძლო. შედეგად, პოლონელი ბომბარდირების სიას ერთპიროვნულად ლიდერობს.
,,რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა.