“ჩემპიონობა თქვენ გეკუთვნით” – იურგენ კლოპმა ცრემლები ვეღარ შეიკავა

0
6

ინგლისის ჩემპიონობას მთელი ლივერპული ზეიმობს – ლონდონის “ჩელსიმ” “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ სიტი” – 2:1 დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 წლის შემდეგ “ლივერპული” კვლავ ქვეყნის ჩემპიონია!
მატჩის შემდეგ უამრავი ვიდეო გავრცელდა, სადაც ფანები ჩემპიონობას ზეიმობენ, ასევე გავრცელდა “ლივერპულის” ფეხბურთელების კადრები, თუ როგორ უყურებენ მატჩს ერთად. პირდაპირ ამ წვეულებიდან კი “სკაი სპორტსის” ეთერში იურგენ კლოპი გამოჩნდა.
“კენი ეს გამარჯვება შენ გეძღვნება…” – მიმართა აცრემლებულმა კლოპმა “ლივერპულის” ლეგენდას და ბოლო მწვრთნელს, ვინც გუნდით ინგლისის ჩემპიონატი მოიგო – სერ კენი დალგლიშს. “შენ გეძღვნება და სტივის (ჯერარდს), თქვენი დანატოვარი მემკვვიდრეობა მიადვილებდა ფეხბურთელების მოტივირებას”, – ამბობს კლოპი.