ცეცაძე “ლვოვში” იმუშავებს

0
5

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინული კლუბის ბაზაზე გუნდს უკვე წარუდგინეს.
კლუბის საიტი კონტრაქტის დეტალებზე არაფერს წერს, უკრაინული წყაროების ცნობით კი, ცეცაძეს და “ლვოვს” შორის ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა, მისი კიდევ ერთი სეზონის გახანაგრძლივების პერსპექტივით.
“ლვოვი” უკრაინაში ქვედა ექვსეულში ბოლოსწინა პოზიციაზეა და მხოლოდ ქალაქის მეორე გუნდს, “კარპატის” უსწრებს. უკრაინის პრემიერლიგიდან მხოლოდ ერთი გუნდი ვარდება.