კრიშტიანუს კიდევ ერთი რეკორდი

0
3

პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად „ბოლონიას“ 2:0 აჯობა, ხოლო ერთი ბურთი რონალდუმ გაიტანა.
რონალდუმ თავი უკვე 43 გოლს მოუყარა და ამ მაჩვენებლით იმ პორტუგალიელებს შორის, რომელთაც იტალიის ჩემპიონატში უთამაშია, საუკეთესოა.
კრიშტიანუმ „ფიორიენტინასა“ და „მილანისა“ ექსნახევარმცველის რუი კოშტას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც სერია ა-ში მეტოქეთა კარი 42-ჯერ აიღო.
გარდა ამისა, რონალდუ თანამემამულეებს შორის ესპანეთის ლა ლიგაში (311 გოლი „რეალის“ მაისურით) და ინგლისის პრემიერ ლიგაში (84 გოლი „მანჩესტერ იუნაიტედში“) საუკეთესო ბომბარდირია.