გაბედავა “საბურთალოდან” “დინამოში” გადავიდა

0
5

ეროვნული ლიგის განახლების წინ თბილისის “დინამო” ფორვარდით გაძლიერდა – ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა:
„დინამოს” რიგებს ეროვნული ლიგის ბოლო წლების საუკეთესო ბომბარდირი – გიორგი გაბედავა შეემატა. 30 წლის ფორვარდი სხვადასხვა დროს “გაგრას”, “მარიუპოლის”, “ბაიას”, “სამტრედიის”, ბათუმის “დინამოს”, “ჩიხურასა” და სოსნოვიეცის “ზაგლებიეს” ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონი კი თავდამსხმელმა “საბურთალოს” რიგებში გაატარა. გიორგი გაბედავამ დინამოსთან წლინახევრით გააფორმა კონტრაქტი.
ფორვარდი კარანტინში იმყოფებოდა და დიღმის ბაზაზე რეკომენდაციების სრული დაცვით, გუნდისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ კი განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება გუნდს”.
ეროვნული ლიგა 25 ივნისს, მაყურებლის გარეშე დაბრუნდება. მე-3 ტურს “საბურთალოსა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრა გახსნის. დაპირისპირება 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.