კიკე სეტიენი: “რეალი” ყველა დარჩენილ შეხვედრას ვერ მოიგებს”

0
5

“ბარსელონას” თამაშით უკმაყოფილოა გულშემატკივარი. ქომაგების აზრით, კატალონურ კლუბს “რეალისთვის” გადასწრების შანსი არ უნდა მიეცა.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი მაინც პოზიტიურად არის განწყობილი და მიიჩნევს, რომ მის გუნდს ლა ლიგის მოგება შეუძლია, რადგან მადრიდელები ყველა დარჩენილ შეხვედრას ვერ მოიგებენ.
“არა მგონია მადრიდის რეალმა დარჩენილი ყველა შეხვედრა მოიგოს. რეალობა ისაა, რომ ახლა ყველაფერი ჩვენზე აღარაა დამოკიდებული, თუმცა შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ყველა თამაშის მოგება ძალიან რთული იქნებოდა – ეს პრაქტიკულად შეუძლებელია”, – განაცხადა სეტიენმა.