გვილიას დუბლი პოლონეთში

0
5

პოლონეთის ექსტრაკლასას მორიგი ტურის შეხვედრაში ვაკო გვილიას ვარშავის “ლეგიამ” საკუთარ მოედანზე ვროცლავის “სლასკი” მიიღო და 2:0 იმარჯვა.
მატჩში ორივე გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. ვაკომ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა. 54-ე წუთზე ქართველმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ლეგია” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო ვაკოს სეზონში შვიდი გოლი და ხუთი საგოლე პასი აქვს.