“დინამოს” ყოფილი მწვრთნელი “ბარსელონას” სკაუტთა საბჭოს შეფი გახდა

0
9

თბილისის “დინამოს” ყოფილი მწვრთნელი ალექს გარსია “ბარსელონას” სკაუტთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. მან  ხოსეპ ბოადუ შეცვალა.
გარსიას პირველი სამწვრთნელო სამსახური “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდი იყო. 2011 წლის ივნისის ბოლოს, მას შემდეგ რაც ორი წელი გავიდა “ბარსელონიდან” წამოსვლიდან, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდა.
ესპანელი სპეციალისტი თბილისის “დინამოში” 2011/2012 წლების სეზონში მუშაობდა. ამ პერიოდში მან ქართულ გუნდთან ერთად ჯამურად 28 შეხვედრა ჩაატარა. სწორედ ალექს გარსიას სახელს უკავშირდება “დინამოს” ევროპა ლიგის პლეი ოფში გასვლა.