ბენზემა მეხუთეა

0
4

ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურში მადრიდის ,,რეალმა” ,,ვალენსიას” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ,,სამეფო გუნდის” ფრანგმა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.
ფრანგს ,,რეალის” მაისურით 243 გოლი დაუგროვდა. შედეგად, თავდამსხმელმა მადრიდული კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ბენზემამ უნგრელ ფერენც პუშკაშს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 242 გოლია.
,,რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 450 გოლით პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა, მეორე ადგილს კი 323 გოლით რაული იკავებს.