უეფას აღმასკომმა ევრო 2020-ის ფინალური სტადიის კალენდარი დაამტკიცა

0
6

უეფას აღმასკომმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური სტადიის განრიგი დაამტკიცა.  ტურნირი, რომელიც წელს ზაფხულში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადავადდა.
ევროპის ჩემპიონატი, რომლის 60 წლის იუბილეს უეფა აღნიშნავს, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში ჩატარდება. თამაშების მიღებაზე თანხმობა უკვე ყველა მასპინძელმა განაცხადა: ლონდონმა, მიუნხენმა, ბაქომ, რომმა, სანკტ პეტერბურგმა, ბუქარესტმა, კოპენჰაგენმა, ამსტერდამმა, ბილბაომ, გლაზგომ, ბუდაპეშტმა და დუბლინმა.
ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, თურქეთისა და იტალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება, ჯგუფური ეტაპი კი 23 ივნისს დასრულდება. ორდღიანი პაუზის შემდეგ, 26 ივნისიდან, ტურნირზე ⅛-ფინალური ეტაპი დაიწყება, 2 ივლისიდან – ¼-ფინალური, ხოლო 6 ივლისიდან – ნახევარფინალური. ფინალურ მატჩს ლონდონის “უემბლი” 11 ივლისს უმასპინძლებს