შენგელიას 7 ქულა, 9 მოხსნა და “ბასკონიას” გამარჯვება “ბილბაოსთან”

0
15

იოლი გამარჯვებით დაიწყო ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური ფაზა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვალენსიაში მიმდინარე მინი-ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასკონიელებმა “ბილბაო” 87:64 გაანადგურეს. ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში, 26 წუთი ითამაშა და თავი 7 ქულასა და 9 მოხსნას მოუყარა.

შედეგიდან გამომდინარე შენგელია შედარებით მოკრძალბული გახლდათ, თუმცა გუნდური თამაშის ხარჯზე ბასკონიელებმა იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.

საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბასკონიელ ლუკა ვილდოზას, რომელმაც 20 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი დააგროვა. 12 ქულა ჯეისონ გრეინჯერმა, ხოლო 10 – აჩილ პოლონარამ დააგროვეს. მარგი ქმედების კოეფიციენტით შენგელიამ ბასკონიელთაგან მე-7 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ ფაზაში 12 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფად არიან გაყოფილნი. 18 ივნისს, მადრიდის “რეალთან” გამართავს თავის პირველ მატჩს “ბ” ჯგუფის წევრი ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია”, ხოლო 19-ში ერთმანეთს შერმადინის “ტენერიფე” და შენგელიას “ბასკონია” დაუპირისპირებიან.