გოჩა სვანიძე: „დიდი 10-ის განახლება კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული“

0
3

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალური გვერდის ფეისბუქ-ჩართვისას დიდი 10-ის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა:
„დიდი 10-ის დაწყება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კლუბების ფინანსურ მდგომარეობაზე. გამგეობას კლუბებთან ინტენსიური კონსულტაციები აქვთ. ვითვალისწინებთ ყველას აზრს და ამიტომ, გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ჩემპიონატი აგვისტოში სრულად, ან ნაწილობრივ განახლდეს, ან ეს საერთოდ ვერ მოხერხდეს. ახლა ამაზე საუბარი ჭირს. არ მინდა გადაჭარბებული მოლოდინი შევქმნა, თუმცა განიხილება ყველა მისაღები და შესაძლო ვარიანტი“.