ჩემპიონთა ლიგის განახლებული კალენდარი ცნობილია

0
7

იტალიური Sky Sport ჩემპიონთა ლიგის კალენდარს აქვეყნებს. გამოცემის ვერსიით, უპირველესი ევროტურნირი 7 აგვისტოს განახლდება.
7 აგვისტოს ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართება, ხოლო 8 აგვისტოს კიდევ ორი. 12 აგვისტოდან ტურნირზე შემორჩენილი 8 საუკეთესო გუნდი თავს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოიყრის და “მშრალი” (ერთი) მატჩით გაარკვევენ ჩემპიონს.
მეოთხედფინალური თამაშები 12-15 აგვისტოს, ნახევარფინალები 18 და 19 აგვისტოს, ხოლო ფინალი 23 აგვისტოს გაიმართება.
ინფორმაცია ოფიციალური არაა, მოსალოდნელია, რომ უეფა ამის შესახებ 17 ივნისს, აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადებს.