გოჩა სვანიძე: „ნაკრების სელექციაში ჩარევა გამორიცხულია!“

0
7

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ჩართვისას განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის სელექციაში მწვრთნელების გარდა ვერავინ ჩაერევა:
„მინდა დემონსტრაციულად ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, ნაკრების სელექციაში მწვრთნელების გარდა ვერავინ ჩაერევა. რა თქმა უნდა მწვრთნელებთან გვაქვს კომუნიკაცია და გავიხსენებ ზურაბ ჟვანიას მაგალითს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში არ ჩავრეულვართ და ნაკრებს პრობლემის არსის გასარკვევად ვეწვიეთ. იქ აბსოლიტური ერთსულვნება დაგვხვდა, როგორც მოთამაშეების, ასევე მწვრთნელების მხრიდან. მათ ბოდიში მოვუხადე და წარმატებები ვუსურვე, ვუთხარი, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ რაგბს წაადგება და ისინი ამ საკითხში თავისუფლები არიან“.
„თუ მწვრთნელს ვუცხადებთ ნდობას, მას ბოლომდე უნდა ვენდოთ და დავაკვირდეთ. თუ დავინახავთ, რომ ნაკრებში, როგორც ცოცხალ ორგანიზმში განხეთქილებაა, ასეთ შემთხვევაში ჩავერევით, სხვა შემთხვევაში კი, თუნდაც განსხვავებული აზრი გვქონდეს, ჩარევა გამორიცხულია“.