გოჩა სვანიძე: „გამგეობის დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს“

0
4

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი პირველი კითხვა რაგბის კავშირის გამგეობის როლს და მის დაკომპლექტების წესს ეხებოდა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტად არჩევამდე, გოჩა სვანიძე გამგეობის თავმჯდომარე იყო: „გამგეობა რაგბის კავშირის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის რაგბის კავშირის მართვაში არ ერევა და აკისრია მისი მუშაობის მაკონტროლებელის ფუნქცია. ის ღებულებს რეგულაციებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, გასცეს თუ არა თანხმობა პრეზიდენტის ამა თუ იმ ქმედებებზე, ასევე აკონტროლებს ბიუჯეტის შესრულებას და ასრულებს საერთო კრების ფუნქციებს, კრებების შეკრებებს შორის პერიოდში“.
„გამგეობის თავმჯდომარე არის მისი სპიკერი და კოორდინაციას უწევს ამ კოლეგიალური ორგანოს მუშაობას. მე მისი თავმჯდომარე ვიყავი არა იმიტომ, რომ გამგეობის რომელიმე წევრზე უკეთესი, ან გამორჩეული ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ პროფესია მაძლევდა კოორდინაციის უკეთ განხორციელების შესაძლებლობას. ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში, მერწმუნეთ, გამგეობის სხვა წევრები უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე მე“.
„რაც შეეხება მისი დაკომპლექტების წესს, ის უნდა შეიცვალოს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს წესდების მიხედვით. დღევანდელი რეგულაციით, გამგეობის წევრების დელეგირებას ახდენს პრეზიდენტი. პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამგეობაში თანამოაზრეების კვოტა, მაგრამ არ უნდა ახდენდეს მის სრულ დაკომპლექტებას. გამგეობის დაკომპლექტებას საერთო კრება უნდა ახდენდეს“.