ჩემპიონთა ლიგა ლისაბონში, ევროპა ლიგა გერმანიაში დასრულდება

0
5

უეფამ ევროტურნირების 2019-2020 წლების სეზონის ჩამთავრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას Sky Sport Italy ავრცელებს.
მეოთხედფინალური ეტაპი ,,რვათა ფინალის” სახით პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში გაიმართება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, ტურნირი იმავე სისტემით გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ჩატარდება. ევროპის სუპერთასს კი უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური ოთხმა გუნდმა – ,,პარი სენ ჟერმენმა”, ,,ატლეტიკომ”, ,,ატალანტამ” და ,,ლაიპციგმა” მოიპოვა.
მერვედფინალში კიდევ ოთხი მატჩია ჩასატარებელი – ,,სიტი-,,რეალი”; ,,ბაიერნი”-,,ჩელსი”; ,,იუვენტუსი”-,,ლიონი”; ,,ბარსელონა”-,,ნაპოლი”.