კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებში 5 ცვლილების წესი არ ამოქმედდება

0
12

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 ივნისს, მაყურებლის გარეშე დაბრუნდება. საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგის გუნდები სეზონის განახლებისთვის აქტიურად უკვე ემზადებიან – ვარჯიშობენ და კორონავირუსზე მოწმდებიან. სეზონის განახლების წინ კორონავირუსზე ტესტირება  გაიარეს არბიტრებმაც. 
სეზონის განახლების შემდეგ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი შესვენების მიზეზით, ჩემპიონატი ოთხი წრის ნაცვლად ორ წრედ ჩატარდება, ხოლო ძალაში დარჩება 3 ცვლილების უფლება. მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ჩემპიონატში უკვე დაინერგა გუნდებისთვის 5 ცვლილების შესაძლებლობა, თუმცა ეროვნული ლიგის შეცვლილი ფორმატიდან გამომდინარე, ეს საქართველოს ჩემპიონატში არ მოხდება.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ეროვნული ლიგა მარტში, 2 ტურის შემდეგ შეწყდა. გასული 2 ტურის შედეგები ასახულია და გაბათილება არ იგეგმება, შესაბამისად, რანგით უმაღლესი ლიგა მე-3 ტურის მატჩებით განახლდება.
გასული 2 ტურის შემდეგ,  2 გამარჯვებითა და 6 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი “ლოკომოტივია”.