რონალდუმ შესაძლოა “იუვენტუსი” დატოვოს

0
3

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა გუნდი დატოვოს.
Radio Rossonera-ს ცნობით, 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მის აგენტს შეხვდა და მომავალი განიხილა. ერთ-ერთი ვარიანტი კი სწორედ “იუვენტუსიდან” წასვლა და ახალი გამოწვევის მიღებაა.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსში” 2018 წელს მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. მან ტურინული კლუბის მაისური 75-ჯერ მოირგო და 53 გოლის გატანა მოახერხა.