ჩემპიონთა ლიგა ლისაბონში დასრულდება

0
4

უეფა ჩემპიონთა ლიგას პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩაატარებს. როგორც გერმანული Bild იტყობინება, ევროპული ფეხბურთის მმართველ უწყებაში ლისაბონი მოსკოვისა და ფრანკფურტის ვარიანტებს ამჯობინეს.
მას შემდეგ, რაც მოსკოვის შესაძლებლობა უარყოფილი იქნა, რუსეთში არსებული კორონავირუსის ბევრი შემთხვევების გამო, უპირატესობა ლისაბონს მიანიჭეს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე არცერთი პორტუგალიური გუნდი არაა შემორჩინელი და ყველა გუნდი ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშებს. გარდა ამისა, ლისაბონში ორი სტადიონია, რომელიც ტურნირის მასპინძლობას შეძლებს („და ლუჟი“ და „ჟოზე ალვალადე“).
უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს, ნახევარფინალს და ფინალს სწორედ პორტუგალიის დედაქალაქი დაუხვდება.
იქამდე ოთხი მერვედფინალური მატჩი („სიტი“ – „რეალი“, „იუვენტუსი“ – „ლიონი“, „ბარსელონა“ – „ნაპოლი“ და „ბაიერნი“ – „ჩელსი“) ჩვეულებრივ ჩატარდება, ოღონდ უმაყურებლოდ.
უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას 17 ივნისს, აღმასკომის სხდომაზე მიიღებს.