ლა ლიგა მაყურებლით ბრუნდება

0
27

ესპანეთის ლა ლიგის პრეზიდენტის ხავიერ ტებასის პროგნოზით, პრიმერას მატჩებზე მაყურებელი სტადიონებზე იმაზე ადრე დაბრუნდება, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ესპანეთში მინიმუმზე დავიდა. შესაბამისად, უკვე ამ სეზონშივე განიხილება შეზღუდული რაოდენობით გულშემატკივრის სტადიონზე დაბრუნება. ექსპერიმენტის სახით, ლა ლიგა ჯერ რამდენიმე ცენტრალურ შეხვედრაზე შეუშვებს გულშემატკივარს.
ტებასი: “მინდა გულშემატკივარი მალე დაბრუნდეს. ალბათ ზოგიერთ ქალაქში ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე სხვაგან”.
ტებასის გეგმით, გულშემატკივარი ჯერ იმ რეგიონებში უნდა დაბრუნდეს, რომლებიც ე.წ. უსაფრთხოების მესამე ფაზაზე გადადიან. ამ რეგიონებს შორის არ არის მადრიდი და ბარსელონა, სადაც უფრო მკაცრი შეზღუდვებია.