თორნიკე შენგელია ევროლიგის რჩეულთა შორის

0
23

საკალათბურთო ვებ-გვერდმა Eurobasket.com კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი ევროლიგის გათააშება შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა. სასიხარულოა, რომ რჩეულთა შორის ესპანური ბასკონიას ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. ის ერთბაშად ორ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. თოკო დასახელდა ევროლიგის პირველი სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში.

პირველი სიმბოლური ხუთეული
შეინ ლარკინი (აშშ, ანადოლუ ეფესი), მაიკ ჯეიმსი (აშშ, ცსკა), თორნიკე შენგელია (საქართველო, ბასკონია), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, ბარსელონა), გრეგ მონრო (აშშ, ბაიერნი).
მეორე სიმბოლური ხუთეული
ნიკ კალატესი (საბერძნეთი, პანათინაიკოსი), ალექსეი შვედი (რუსეთი, ხიმკი), სკოტი ვილბეკინი (აშშ, მაკაბი), ბოიან დუბლევიჩი (მონტენეგრო, ვალენსია), ნიკოლა მილუტინოვი (სერბეთი, ოლიმპიაკოსი).
ევროპელთა ხუთეული
ნიკ კალატესი, ალექსეი შვედი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მიროტიჩი, ნიკოლა მილუტინოვი.
უცხოელთა ხუთეული
შეინ ლარკინი, მაიკ ჯეიმსი, სკოტი ვილბეკინი, დერიკ უილიამსი (ფენერბაჰჩე), გრეგ მონრო.