ქართველები ესპანეთში განაახლებენ

0
9

ესპანეთის საკალათბურთო ლიგამ ჩემპიონატის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. ტურნირის ყველა მატჩს ვალენსია უმასპინძლებს.
უკვე ჩატარებული 23 ტურის შედეგების გათვალისწინებით, 12 საუკეთესო გუნდი შეირჩა, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ.
A ჯგუფი: ბარსელონა, ტენერიფე, ბილბაო ბასკეტი, ბასკონია, უნიკახა, ხუვენტუტი.
B ჯგუფი: რეალი, სარაგოსა, ანდორა, ვალენსია, ბურგოსი, გრან კანარია.
ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ წრედ ითამაშებენ და ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება. შეხვედრები 17-30 ივნისს გაიმართება.
შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების ყველა წევრს ვიხილავთ. A ჯგუფში არიან გიორგი შერმადინის ტენერიფე და თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია, B-ში კი – ბექა ბურჯანაძის გრან კანარია და თად მაკფადენის ბურგოსი.