პრემიერლიგა 17 ივნისიდან გაგრძელდება

0
8

The Telegraph-ის ინფორმაციით, ინგლისის პრემიერლიგა იძულებითი შესვენების შემდეგ, 17 ივნისს განახლდება.
სეზონი ბირმინგემსა და მანჩესტერში განახლდება – “ასტონ ვილა” “შეფილდს” უმასპინძლებს, ხოლო “სიტი” – “არსენალს”. ამის შემდეგ ოცივე კლუბს 29-29 მატჩი ექნება ნათამაშები.
ინგლისელებს სურთ, რომ ჩემპიონატი ორი აგვისტოსთვის დასრულდეს. მატჩები უმაყურებლოდ, ყველა რეკომენდაციის დაცვით გაიმართება.
ინგლისის პრემიერლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო, 9 მარტის შემდეგ შეწყდა. გამართულია არასრული 29 ტური, “ლივერპული” 82 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონის ტიტულამდე ორი მოგება აშორებს.