გიორგი შერმადინი: “ტენერიფე” ACB ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლას გააგრძელებს”

0
22

ესპანურმა “ტენერიფემ” გუნდის ქართველ ლიდერს, მეფარე გიორგი შერმადინს კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივა.
რამდენიმე დღის წინ “ტენერიფემ” კონტრაქტი მწვრთნელს ჩუს ვიდორეტას გაუხანგრძლივა. ვარაუდობდნენ, რომ შემდეგი შერმადინი იქნებოდა. ასეც მოხდა: “გიორგი შერმადინი 2023 წლამდე შავ-ოქროსფერი მაისურით ითამაშებს. “ტენერიფე” და შერმადინი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ”, – წერს კანარის კუნძულების კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
გიორგი შერმადინი: “ბედნიერი ვარ, რომ კარიერას აქ გავაგრძელებ. “ტენერიფე” ძალიან კარგი კლუბია, სამწვრთნელო შტაბი შთამბეჭდავია და ჩვენ გვყავს ერთგული ფანები. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ გავაგრძელებთ ACB ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებისთვის ბრძოლას.
ამ გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. გუნდში დიდებული კალათბურთელები არიან. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია”.
შეგახსენებთ, წლეულს “ტენერიფემ” საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რანგში კი ამავე ტურნირის მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს.