იბრა სერიოზულად დაშავდა

0
12

“მილანის” ვეტერანმა შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მძიმე ტრავმა მიიღო და დიდია შანსი, კარიერის დასრულება მოუწიოს. იბრას თაობაზე დეტალები იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა, შემდეგ კი, ცნობა სხვადასხვა სააგენტოებმა აიტაცეს.
როგორც ირკვევა, 38 წლის ვარსკვლავი მილანელთა ვარჯიშისას ბურთს არტყამდა, როდესაც ტკივილი იგრძნო და გაზონზე აღმოჩნდა. პირველადი მონაცემები საგანგაშოა. ვარაუდობენ, რომ ზლატანს წვივის კუნთი აქვს გაწყვეტილი და არც აქილევსის მყესის ტრავმას გამორიცხავენ. თუკი ეს ამბები დადასტურდა, იბრაჰიმოვიჩი მინდორს დიდი ხნით ჩამოშორდება და ეს, ფაქტობრივად, მისი კარიერის დასასრულიც იქნება.